„აქციამ მეც დამიტოვა უკმარისობის განცდა იმიტომ, რომ არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას – რა არის შემდეგი ნაბიჯები“ – სააკაშვილი

20
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
„გუშინდელმა მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობა, რომელიც მომეწონა, მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა იმიტომ, რომ არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას – რა არის შემდეგი ნაბიჯები.
ამ აქციაზე იყო კარგი პატიმრებთან სოლიდარობა, ერთიანობისკენ მოწოდება, მაგრამ არ იყო მთავარი- თუ როგორ ვამარცხებთ დიქტატურას, ხალხის დაშლა იმ დაპირებით, რომ შემოდგომაზე მეტი შევიკრიბებით ბევრჯერ გვაქვს გავლილი და სრულიად უაზროა. არც ვარდების რევოლუციის კოპირება მოგვცემს რამეს, შეიცვალა დრო და მოცემულობა. შევარდნაძეს, რომელმაც მაშინ სრულიად უტიფრად მოიპარა არჩევნები ხალხისგან თავის დასაცავად გაბმული ჰქონდა წვრილი მავთული, რომელიც ადვილად გავწყვიტეთ.
ივანიშვილს კი აშენებული აქვს სიცრუის პროპაგანდის, კოლაბორაციონისტების, სადისტი სპეცრაზმელების და ნიჰილიზმის მასიური მსხვილი კედელი. ამ კედლის დასაძლევად მასთან უბრალო შეკრება უკმაყოფილების გამოსახატად, ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს დიქტატორზე, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, საჭიროა მანქანის აწყობა და მასში ჩაჯდომა და კედლების მაღალ სიჩქარეზე განგრევა.
ეს არ იქნება კომფორტული მარშუტი. მანქანაში ზოგი დაჟეჟილობას მიიღებს, ზოგი ცხვირს მიარტყამს. მანქანას ნაწილები მოძვრება, მაგრამ თუ გაზიდან ფეხს არ ავიღებთ, კედელი მაინც გაინგრევა და გავალთ სამშვიდობოზე. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ასეთი იყო ჩემი მმართველობაც.
თუ გახსოვთ სულ საწყისში სამოგზაუროდ დავპატიჟე ხალხი. ეს იყო მოგზაურობა ლუზერობის და ნიჰილიზმის, მონობის კედლის გასანგრევად. იმ მგზავრობაში ბევრი დაზიანდა, ბევრი ტრავმირდა, მაგრამ ჩვენ კედელი გავანგრიეთ და ძალიან გავიწიეთ წინ.
ასეა ახლაც თუ ახლავე არ ავაწყოთ ეს მანქანა კარგი ძრავით და ჯავშნით, კვლავ დავრჩებით წრეზე მოსიარულე კედელთან ხელების მქნეველ დიქტატურისთვის უსაფრთხო, სიმპათიურ ჯგუფად. ვეძებთ რევოლუციურ ჯავშან მანქანის ინჟინრებს!“

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს