ჟურნალისტსა და „არსენალის“ გულშემატკივარს პირს მორგანს სოციალურ ქსელში კითხვა დაუსვეს – „დაასახელე ერთი ფეხბურთელი, რომლის დამატება „არსენალს“ მსოფლიო ფეხბურთში მრავალი წლის მანძილზე დომინირებისთვის სჭირდება?“
მორგანმა მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა – „ხვიჩა კვარაცხელია“.
სხვათა შორის, მორგანი რონალდოს დიდი ფანია.
ცოტა ხნის წინ Sports Mole წერდა: „ზაფხულში „არსენალი“ შეტევის ხაზის გადახალისებას გეგმავს და თავდასხმის გასაძლიერებლად ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს. ამისათვის შეიძლება გაბრიელ მარტინელი და ლეანდრო ტროსარდი გაყიდონ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ქართველის ტრანსფერი რთული განსახორციელებელი იქნება, რადგან პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის სანაცვლოდ დაახლოებით 160 მილიონ ფუნტს მოითხოვენ“.