ელენე ხოშტარიას გზავნილი ციხიდან: ვიცი, რომ დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის ძალიან ამაყად ვიზეიმებთ

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია 26 მაისთან დაკავშირებით ციხიდან წერილს აქვეყნებს.

ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ მართალია, ის ფიზიკურად ვერ იდგება რუსთაველის გამზირზე ხვალ, 26 მაისს, ზუსტად იცის, რომ დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის ძალიან ამაყად იზეიმებენ.

1938 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, დახვრიტეს ჩემი ბაბუა – 27 წლის მეთოდე ხოშტარია. დახვრიტეს ზუსტად იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა აღარასდროს გვეზეიმა და რომ მეც არასდროს ვმდგარიყავი დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად იქ ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა და ზუსტად ვიცი, რომ დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის ძალიან ამაყად ვიზეიმებთ!” – წერს ელენე ხოშტარია. 

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”