პსჟ-ს მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ Sky Sport-თან ინტერვიუში კითხვაზე უპასუხა – იმსახურებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „კვარადონას“ მეტსახელს:
„მან „ნაპოლიში“ წარმოუდგენელი წლები გაატარა და ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის თავიდანვე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი, ბევრი სარგებელი მოაქვს და გვიხარია, რომ გვყავს. იმედია, ამ გზას გააგრძელებს“.
ჰაკიმიმ თქვა, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგება და 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ ითამაშებს.