ფრანგული Live Foot-ის ცნობით, ლიგა 2-ში დაქვეითებული „მეცი“ 23 წლის შემტევს, გიორგი აბუაშვილს გამოისყიდის.
გამოცემა წერს, რომ ჯერ მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ მიღწეული არ არის, მაგრამ „მეცის“ სურვილი აბუაშვილთან კონტრაქტის გაფორმებაა.
აბუაშვილი „მეცში“ ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარის წესით თამაშობდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ისიც სათქმელია, რომ მას უმეტესად შეცვლაზე უწევდა მოედანზე შესვლა.