: ეს აჩვენებს, რომ საქართველო გახდა რუსების მიერ მეზღვაურების ვერბოვკის მთავარი ცენტრი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი :
შვედეთში დააკავეს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ქართველი კაპიტანი, ქართველი კაპიტანი დაპატიმრებული ჰყავს ფინეთსაც, მანამდე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში გადაიჭირეს რუსული ტანკერები, რომლებზეც მრავლად იყვნენ ქართველები.
ეს აჩვენებს, რომ საქართველო გახდა რუსების მიერ მეზღვაურების ვერბოვკის მთავარი ცენტრი. ეს არის წარმოუდგენელი სირცხვილი და შეიცავს საფრთხეს, რომ ქართველები შეიძლება ისევ შეიყვანონ შავ სიაში და აუკრძალონ მუშაობა.
ასე იყო ჩემს პრეზიდენტობამდე და მე და გიორგი კარბელაშვილს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს აკრძალვა მოგვეხსნა. ჩვენ გავაუმჯობესეთ მეზღვაურების განათლების პროცესი, ვეხმარებოდით მათ, მათ შორის გამოვიხსენით ქართველ მეზღვაურთა დიდი ჯგუფი სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან.
ახლა როგორც ყველაფერი სხვა, ესეც კლეპტოკრატიული რეჟიმის პირობებში წყალში იყრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე დიუშენის პრობლემაზე – კარგია, რომ საპატრიარქო ჩაერთო პროცესში, ეს ხელს შეუწყობს თემის დეპოლიტიზებას – ერთხელ უკვე იყო საკითხი, რაშიც 30 მილიონამდე აქვს სახელმწიფოს დახარჯული, მაგრამ ხელშესახებ შედეგს არ იძლევა