ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტები”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე:
დღეს ერთი კაცის პოსტი შემხვდა — თავის 22 წლის გარდაცვლილ შვილიშვილზე წერს. იქვე აღნიშნავს, რომ იმავე ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა იმავე მიზეზით, და ითხოვს ოფიციალურ სტატისტიკას ზედოზირების შემთხვევებზე ქვეყანაში. ჩვენ, სპეციალისტებიც, ამასვე ვითხოვთ — რა მასშტაბისაა პრობლემა და კონკრეტულად რომელი ნარკოტიკებით ხდება ზედოზირება.
მაგრამ ამაოდ… კიდევ რა უნდა მოხდეს?!
გააგრძელეთ ასე თქვენი „წარმატებული რეფორმა“ და დავკარგავთ კიდევ უამრავ ახალგაზრდას. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში — წარმოუდგენელი რამ ხდება.
კარგი, ჩვენ არ გვისმენთ, მაგრამ ნუთუ ერთი ჭკვიანი ადამიანიც არ გყავთ, ვინც რამეს გირჩევთ?!
ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა. ნალოქსონი ქსელებში არ არის, ვერ იშოვი. ზიანის შემცირების პროგრამებს ხურავთ…
რა ვიცი, გააგრძელეთ ასე — სანამ “კრაკადილი”, „ჯეფი“ და „ბიო“ ნუ მეტადონზე და მეფედრონზე და ალფა ხო ყრიააააა და სანამ საბოლოოდ არ წაიღებს ამ ქვეყანას. ისედაც წყალწაღებულები ვართ.




