შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი მასალების გასაჯაროებას აანონსებს. ამის შესახებ ექს-მაღალჩინოსანმა TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სულ მალე ამუშავდება პლატფორმა, სადაც მისი თქმით, რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები გამოქვეყნდდება. “ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის”- თქვა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ძალიან ბევრი მასალა გვაქვს დამუშავებული, რომელსაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ. ეს იქნება ძალიან მოულოდნელი და მტკიცბეული რეჟიმისთვის. ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის” – განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ამასთან, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს, რომ სისტემაში მყოფ პოლიციელებს საშუალება ექნებათ ანონიმურობის დაცვით იმ უკანონობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია ორგანიზაციას, რომელიც უწყებაში ხდება.




