ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში მაღალრეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის RTL 4 – ის და მისი ონლაინ პლატფორმის Videoland გადამღები ჯგუფის მედია ტურს გაუწია ორგანიზება.
ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას „Let’s Visit Georgia“ ამზადებენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. გადაცემაში საუბარი იქნება ქართულ კულტურაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, კურორტებზე, ქართულ სამზარეულოსა და და ღვინოზე.
გადაცემას დაახლოებით ერთი მილიონი მაყურებელი ეყოლება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას ევროპულ ბაზარზე.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!