ავარია გარდაბანში – დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა – მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი დაშავებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა.

როგორც „პირველებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.