პეკინში ჩავიდა

-ის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის ქალაქ პეკინში ჩავიდა. თვითმფრინავიდან ჩამოსულ ტრამპს აეროპორტში წითელი ხალიჩა დაახვედრეს. -ის პრეზიდენტს ლურჯ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი სამასი ჩინელი ბავშვი დახვდა, რომლებიც ამერიკულ და ჩინურ დროშებს აფრიალებდნენ.

ვიზიტის მნიშვნელობის ნიშნად, პეკინში ტრამპს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დახვდა.

ჰანი ჟენგმა და დონალდ ტრამპმა წითელ ხალიჩაზე ერთად გაიარეს, ბავშვები კი სკანდირებდნენ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად პეკინში იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გუნდის წევრები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, ასევე ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, რომელიც პეკინში სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის გავლით ჩავიდა, სადაც ჩინელ კოლეგასთან სავაჭრო მოლაპარაკებები გამართა.

პეკინში იმყოფება ათზე მეტი მაღალი რანგის ბიზნეს ლიდერიც, მათ შორის Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Boeing Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი კელი ორტბერგი, ასევე Meta-ს, Blackrock-ის, Blackstone-ის, Cargill-ის, Citi-ს, Coherent-ის, GE Aerospace-ის, Goldman Sachs-ის, Illumina-ს, Mastercard-ის, Micron-ის, Qualcomm-ის და Visa-ს აღმასრულებელი დირექტორები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? – ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით

„ყველაზე სევდიანი ისაა, ვიდეოქოლებში რომ ვხედავ თბილისს, იმის მაგივრად, მონატრებით მიფრიალებდეს გული, სუფრაზე რაღაც რომ გაწყენს და დანახვაზე გაზიდებს, ის რეაქცია მაქვს“ – ნატა ფერაძე