შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მას სჯერა, რომ ახალი პატრიარქი ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას, რომელმაც მოღვაწეობის მანძილზე, უმძიმეს პერიოდებში გააერთიანა ქვეყანა, გააძლიერა ეკლესია და მრავალი თაობისთვის იქცა სულიერი სიმტკიცის მაგალითად.

დღეს ისტორიული დღეა – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს.

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას და მჯერა რომ ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის გზას, რომელმაც მოღვაწეობის მანძილზე, უმძიმეს პერიოდებში გააერთიანა ქვეყანა, გააძლიერა ეკლესია და მრავალი თაობისთვის იქცა სულიერი სიმტკიცის მაგალითად.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ კვლავაც შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ადამიანებს შორის ნდობისა და თანადგომის გაძლიერება, ქვეყნის მშვიდობიანი და ღირსეული განვითარების მხარდაჭერა.

საქართველო ისტორიულად არის ქვეყანა, სადაც რწმენა, ტრადიცია და ევროპული მომავალი ერთმანეთის თანმხვედრია. ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც დაცულია როგორც სულიერი ფასეულობები, ისე თავისუფლება, ღირსება და ადამიანის პატივისცემა!” – წერს მამუკა ხაზარაძე.