: ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება სწორედ იმის მიხედვით, თუ რომელ გზას აირჩევს იგი

,,ფედერალისტების” ლიდერი, :

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ აირჩია 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.

ქრისტიანული მრწამსი იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეკრა ქართული ეროვნული იდენტობა და განსაზღვრა ჩვენი კუთვნილება დასავლური, თავისუფალი სამყაროსადმი.

არაერთი გარე მტერი წარუმატებლად შეეცადა ტირანული ძალადობით ამ იდენტობის წაშლას.

რუსული იმპერიალიზმი „ერთმორწმუნეობის“ ყალბი გზავნილის გამოყენებით ცდილობდა იგივეს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი კი სისხლიანი რეპრესიების პარალელურად, ცინიკურად იყენებდა ფსევდო რელიგიურ გზავნილებს.

ეს იყო და არის საქართველოს მტრის სტრატეგიის ერთ-ერთი ხაზი – რელიგიურ ერთობაზე ფარისევლური აპელირებით და რეალურად სამოქალაქო თავისუფლების საწინააღმდეგო, ანტიქრისტიანული პროპაგანდით წაშალოს ჩვენი იდენტობა და შეაჩეროს თავისუფლებისკენ საქართველოს სწრაფვა.

ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება სწორედ იმის მიხედვით, თუ რომელ გზას აირჩევს იგი:

განამტკიცებს თუ არა იგი ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს: პიროვნების ღირსებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობას, ნებისმიერი მთავრობისგან ეკლესიის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს;

თუ პირიქით, ნებას მისცემს საქართველოს მტრებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი სამოქალაქო თავისუფლების წინააღმდეგ, დასავლური ცივილიზაციისგან საქართველოს ჩამოსაშორებლად და საბოლოოდ, ქართული ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – გულითადად ვულოცავთ უწმინდეს შიო III-ს – ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა კვლავაც შეასრულოს ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და იდენტობის მყარმა საყრდენმა