ეკლესიაში ახალი რეფორმები გატარდება – მიტროპოლიტი ვახტანგი

დღეიდან საქართველოს პატრიარქი ეყოლება – ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, ვახტანგმა სამების ტაძარში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება.

„ყველაფერი კარგად იქნება, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. პატრიარქი საქართველოს დღეიდან ეყოლება. ეკლესიაში ახალი რეფორმები გატარდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგმა.

  • საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:

▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა. 

პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი – 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა