“ხარებას” ხალხი ციხეში – ხაბეიშვილის, როგავას და მაისაშვილის ცემის საქმეები პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა

დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ცემის საქმეები პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. თუმცა არ თქვა მთავარი – ვინ გასცემდა სასტიკი ანგარიშსწორების ბრძანებებს. ამიტომ ვიდრე ორგანიზატორები არ დაისჯებიან ეს საქმეები დაზარალებულებისთვის გახსნილი არ იქნება.

ქართულმა ოცნებამ ხარებას ხალხზე ნადირობის სეზონი გამოაცხადა. რა არის ეს?  წამებაში მონაწილე პირების დასჯის რეალური სურვილი, თუ ჰააგის ტრიბუნალის შიში. ორი წელი ეს საქმეები თაროზე გამოუძიებლად იდო. პროკურატურა მოქმედებაზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა,  რაც ეუთოს სპეც მექანიზმის დასკვნა დაიწერა და დასავლეთს გაუხსენა გზა ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოძიება ჰააგის სასამართლოში მოეთხოვა.

400-მდე ადამიანს წამების საქმეზე 5 სპეცრაზმელის დაკავება ითვლება თუ არა საქმის გამოძიებად – ოპოზოცია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” პასუხისმგებლბას ვერ გაექცევა.

“ქართული ოცნების” მტკიცებით რუსთაველის გამზირიდან ლევან ხაბეიშვილის გატაცებისა და მისი სასტიკად ცემის საქმეზე დაკავებულია ასევე ყოფილი სპეცრაზმელი. ნაციონალურმა მოძრაობამ თავდამხმელების ვინაობა გასულ კვირას დაასახელა. მათ შორის  ორბანიზატორად ლევან ხაბეიშილი ხარებას და მის მარჯვენა ხელს მირზა კეზევაძეს ასახელებს. კეზევაძე დაკავებული არ არის.

ამ დრომდე გამოუძიებელია მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდასმის ფაქტი. გამძიებამ ვერ დაადგინა ვინ მიაყენა მარიამ გაფრინდაშვილის აქციის დროს პირდაპირ ეთერში დაზიანებები ბლაგვი საგნით. გამოუძიებელია პუბლიკას ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის სასტიკად ცემის საქმე. გამოძიებას არ აქვს პასუხი, ვინ აორგანიზებდა ხალხის ცემას დაკავების მანქანებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის