“კობახიძემ და მდინარაძემ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს” – პაატა ბურჭულაძის შვილის პირველი კომენტარი

25
პაატა ბურჭულაძის შვილმა, ალექსანდრე ბურჭულაძემ სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მედიასთან განაცხადა:
მნიშვნელობა არ ჰქონდა 7 წელი იქნება, 9 თუ 6, მთავარია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს. ეს არის რეჟიმი. დღეს ვნახეთ, რომ აბსოლუტრად ყველას, არათუ ორგანიზატორებს,  უბრალო ხალხს, რომლებიც იყვნენ ათონელზე მიუსაჯეს 5-5 წელი, ეს არის დამნაშავე სასამართლო. არ შეიძლება ამ სასამართლოს დიდხანს გაჩერება. ზუსტად ვიცით, რომ 7 წელი არაფერი არ არის, ძალიან მალე იქნებიან თავისუფლები. მოსამართლემ საერთოდ, არც კი განიხილა და არ განიხილა მდინარაძე, რომელბმაც ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს, რადგან პროკურატურა, რაც მოხდა ეროვნულ ყრილობაზე, არ ედავებიან იმაზე არაფერს, ედავებიან ათონელზე. ათონელზე რაც მოხდა, ელემენტარულად ხომ უნდა დაეკითხათ ეს ორი ადამიანი, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა, რაც მოხდა. ბრძოლა გრძელდება, არავინ არ ვართ გატეხილები, ძალიან ბევრი ადამიანია დაჭერილი, ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის