მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – რა მოხდა გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის კაცი დააკავეს.

დაკავებულს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

წერს, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – წერს

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო