ბათუმის “დინამომ” ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა და ცოტათი სული მოითქვა. შესაბამისად, ეს არის სერიოზული დანაკარგი “გაგრასთვის”, რომელსაც მეტოქეზე არანაკლები პოტენციალი აქვს.
მაგრამ “მაგრამ” წააგო იმიტომ, რომ წინ არ ჰყავდა მანდრიჩენკო, ხოლო კარში – კუპატაძე. სწორედ ეს ორი ფიგურა იყო სხვაობა ორ გუნდს შორის. ბათუმის “დინამომ” კარგად გამოიყენა ყველა კოზირი, თუმცა ბოლოს კბილებით ეჭირა 3 ქულა…
“გაგრაზე” კი დავძენდით, რომ არ გამოვრიცხავთ სამწვრთნელო ცვლილებას, თუ ახლო მომავალში ვითარება არ გამოსწორდა. უახლოესი მატჩი გაგრელებს 11 მაისს სტუმრად “სპაერთან” აქვთ, ხოლო ბათუმის “დინამო” ერთი დღით ადრე “სამგურალს” უმასპინძლებს.
გაგრა-დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 მანდრიჩენკო (19, წულუკიძის პასით), 0:2 მანდრიჩენკო (67, კირკიტაძის პასით), 1:2 ჭავჭანიძე (87, ზოიძის პასით)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი (ფიფია 84), ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი (ზოიძე 46), სკრიპნიკი, ფეიქრიშვილი (ბორჟისი 65), ცინცაძე, ვანდერსონ სილვა, მუჯირი, ანდრეიჩუკი
დინამო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, ლაკვეხელიანი (კალანდარიშვილი 60), მილჩენკო, მარა, ჯაფარიძე (ფუტკარაძე 55), კირკიტაძე (69. კოხრეიძე), წულუკიძე, მანდრიჩენკო
არბიტრი: გ. მაჩიტიძე