ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 2:1 მოუგო და 20 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში.
ფინალში „არსენალის“ მეტოქე დღეს „ბაიერნისა“ და პსჟ-ს დაპირისპირებაში გაირკვევა.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი – ატლეტიკო 1:0
გოლი: საკა (44)
– საკამ ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე სეზონში გაიტანა.
– “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში პირველად ჩაატარა 14 მატჩი წაუგებლად – 11 მოგება და 3 ფრე.
– სამი წლის შემდეგ პირველად ფინალში პრემიერლიგის გუნდი ითამაშებს.
– “ატლეტიკოს” ბოლო 5 სეზონში არცერთი ტურნირი არ მოუგია.