დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, „გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი პსჟ-ში გადავიდეს. TEAMtalk-ის ცნობით, პარიზული კლუბი გონსალო რამუშის გასხვისებაზე დათანხმდა, რომელიც სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა.
რამუშის დამატების სურვილი „ბარსელონას“ და „ჩელსის“ აქვთ.
24 წლის პორტუგალიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონი ევროა.