ამ წლების განმავლობაში, საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, ჩამოყალიბდა ე.წ. ენდემოსას სინოდი, უკანონო ჯგუფი, რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება, რისი უფლებაც მისთვის კანონიკას არ მიუნიჭებია, – ამის შესახებ მეუფე ზენონმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, ყოველთვის იყო მცდელობა პატრიარქის სახელი ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ გამოეყენბინათ.
მეუფემ ამ სასულიერო პირების ვინაობაც დაასახელა, ვინც ამ ჯგუფში შედიოდნენ.
ამ წლების განმავლობაში, საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, ჩამოყალიბდა ე.წ. ენდემოსას სინოდი, უკანონო ჯგუფი, რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება, რისი უფლებაც მისთვის კანონიკას არ მიუნიჭებია. იყო ხოლმე ყოველთვის მცდელობა, რომ პატრიარქ ილია მეორეს სახელი რაღაცის, ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ესენი არიან მეუფე შიო, იყო მის გვერდით ქორეპისკოპოსი თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გერასიმე, რაღაც ეტაპამდე, შეიძლება ეს ჯგუფი ყოვეთვის ასე არ იყო, მაგრამ ძირითადად ასე იყო. მე მის უწმინდესობას წერილობითაც მივმართე, სადაც ვწერდი, რომ ეს ესეა და ასე აღარ შეიძლება. ამ თვითნებურმა მმართველობამ აბსოლუტრად თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენა მღვდელმთავრების დიდი უმრვალესობა, ისინი ინფორმაციას ღებულობდნენ მაგიდასთან, უკვე როდესაც სინოდის სხდომა იწყებოდა და ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო,- თქვა მუეფე ზენონმა.




