“ჯვაროსნების” მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში

სერგეი რებროვის ნაცვლად უკრაინის ნაკრების მწვრთნელად ანდრეა მალდერას დანიშნავენ, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
54 წლის იტალიელი უკრაინის ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს.
მალდერა უკრაინის ნაკრებში 2016-2021 წლებში ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა. ის ადრე “მილანის” სისტემაში, აგრეთვე “ბრაიტონსა” და “მარსელში” მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. ფრანგული კლუბი მან 2026 წლის თებერვალში დატოვა.
უკრაინის ეროვნული გუნდი ერთა ლიგის გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა.