ლაშა ფარულავა კობახიძეზე: ივანიშვილის ლურჯი მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლაშა ფარულავამ ირაკლი კობახიძეს “ივანიშვილის ლურჯი მელია” უწოდა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრები კორუფციასთან დაკავშირებით, დებატებში არ შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რადგან იციან, რომ მათ შეუძლიათ მტკიცებულებები მიიტანონ.

თუ “ქართული ოცნება”, პირდაპირ გეუბნებით, რატომ არ ჯდებიან ჩვენთან სადებატოდ იმიტომ, რომ იციან, რომ კორუფციულ წილზე როდესაც ვლაპარაკობ, მე შემიძლია მტკიცებულებები მივიტანო და ავაფარო ივანიშვილის ლურჯ მელიას, კობახიძეს, რომელმაც წამოიწყო თავისი ფორმით, რომ მაღალ ფასებს ებრძოდა. აპრილში პირველი შედეგები უნდა ყოფილიყო და პირველი შედეგები არის ის, რომ რეკორდული ინფლაცია დაიდო, ანუ 5.9 არასდროს ყოფილა ინფლაცია და მიზნობრივი ინფლაცია, ანუ ეროვნული ბანკის არის 3.0, ორჯერ მეტია. ცხადია, ეს პრობლემები გაგრძელდება. ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” ეკონომიკური პრობლემა კი არ არის და არასწორი ეკონომიკური ხედვა, უკვე ჩვენ გვეწევა რეგიონალური და გეოპოლიტიკური კრიზისი,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

ასევე დაგაინტერესებთ