“მაყურებლის ნაწილს არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა” – “ფორმულას” განცხადება

ტელეკომპანია “ფორმულას” მაყურებლის ნაწილს მაუწყებლობა დროებით შეუწყდა. ამის შესახებ “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მიზეზი კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ დავალიანებაა, რომელიც უზრუნველყოფს “ფორმულას” ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.

გვსურს, შევატყობინოთ “ფორმულას” მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს “ფორმულას” ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს.

ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის,” – წერია განცხადებაში. 

განცხადებასთან ერთად ტელეკომპანია ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს, სადაც სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვას შეძლებთ: GE32TB7843845067800005

დონაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს:  https://donation.formula.ge/ka