საკრუიზო გემის სამი მგზავრი, სავარაუდოდ, ჰანტავირუსის შედეგად გარდაიცვალა

ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორაციას BBC-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გემზე ვირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, კიდევ ხუთი საეჭვო შემთხვევის გამოძიება კი მიმდინარეობს.

დაღუპულებიდან ორი ნიდერლანდების, ერთი კი ბრიტანეთის მოქალაქეა.

გემი, რომელზეც 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა, არგენტინიდან კაბო-ვერდესკენ დაახლოებით სამი კვირის წინ გაემგზავრა.

ჰანტავირუსი, ძირითადად, მღრღნელების საშუალებით ვრცელდება. მან შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადება ფატალური შედეგით.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!