სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო – თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო.
“კანონი და სამართლის” დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
მანამდე ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, ს შეაწყვეტინა, რის ჩარკვიანს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.
“უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, – მიმართა თავჯდმოარემ ჩარკვიანს.
პასუხად თამარ ჩარკვიანმა აღნიშნა – “ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!”
ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?