რას ნიშნავს სკუფიაზე გამოსახული ბრილიანტის ჯვარი, რომელსაც საქართველოში 4 მღვდელმთავარი ატარებს

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში მღვდელმთავ­რე­ბი არი­ან: – ეპის­კო­პო­სი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, მიტ­რო­პო­ლი­ტი. მიტ­რო­პო­ლი­ტი 1978 წლამ­დე მე­ო­რე პა­ნა­ღი­ით ჯილ­დოვ­დე­ბო­და. შემ­დეგ მე­ო­რე პა­ნა­ღი­ით და­ჯილ­დო­ე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში გა­უქ­მდა, მაგ­რამ დარ­ჩა სკუ­ფი­ა­ზე ბრი­ლი­ან­ტის ჯვრით ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა“ – აღ­ნიშ­ნავს ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე, რო­მელ­საც ვთხო­ვეთ, გა­ნე­მარ­ტა თუ რას ნიშ­ნავს ეს ჯილ­დო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიტ­რო­პო­ლი­ტე­ბი­დან ვის აქვს ის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე:

– ამ­ჯე­რად ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში ოთხი მიტ­რო­პო­ლი­ტია, ვი­საც თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო პატ­რი­არ­ქმა -ემ ეს ჯილ­დო მი­ა­ნი­ჭა და ეს პა­ტი­ვი მათ ერ­გოთ. პირ­ვე­ლი იყო და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მიტ­რო­პო­ლი­ტი აბ­რა­ა­მი (გარ­მე­ლია), მე­ო­რე იყო ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ნი­ე­ლი (და­თუ­აშ­ვი­ლი), მე­სა­მე გახ­ლდათ ცხინ­ვა­ლი­სა და ნი­ქო­ზის მიტ­რო­პო­ლი­ტი, ისა­ია (ჭან­ტუ­რია) და მე­ო­თხე – მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), რო­დე­საც ის მო­საყ­დრედ იქნა გა­მორ­ჩე­უ­ლი და პატ­რი­არ­ქმა სკუ­ფი­ა­ზე ბრი­ლი­ან­ტის ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით მა­შინ და­ა­ჯილ­დო­ვა.

მიტ­რო­პო­ლი­ტი აბ­რა­ა­მი (გარ­მე­ლია)
მე­უ­ფე ისა­ია
– ეს არის იერ­არ­ქი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა?

– ეს არის მისი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო. მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აფხა­ზე­თის ომის მძი­მე დღე­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნა. მე­უ­ფე აბ­რა­ამ­მა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ეპარ­ქია უცხო­ეთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არაფ­რის­გან შექ­მნა. იქა­უ­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად ზრუ­ნავ­და და მათ­თვის ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­უ­ფე ისა­ი­ას, იცით, რომ ომის დროს, 2008 წელს რო­გორ ამ­ხნე­ვებ­და ხალ­ხს, ფეხი არ გა­მო­უდ­გამს იქი­დან. მერე ოკუ­პი­რე­ბულ ზო­ნა­ში გა­და­ვი­და და სამი წე­ლი­წა­დი სა­ბუ­თი არ გავ­სო, – იქი­დან არ უშ­ვებ­დნენ.

მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი

 

რაც შე­ე­ხე­ბა მე­უ­ფე შიოს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, პატ­რი­არ­ქმა ეს ჯილ­დო მა­შინ მი­ა­ნი­ჭა, რო­დე­საც მო­საყ­დრედ გა­მო­ა­ცხა­და.

მოკ­ლედ, ეს არის უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­უ­ლი აღი­ა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ჯილ­დო კონ­კრე­ტულ თავ­და­დე­ბა­სა და მრა­ვალ­წლი­ან ერ­თგულ მსა­ხუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

– და­ბო­ლოს – სი­ნო­დის ბოლო სხდო­მებ­ზე რას იტყო­დით? სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ მო­ლო­დინ­შია.

– ის, რაც ახლა ხდე­ბა, მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია. წინ არის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კრე­ბა და კენ­ჭისყრა, სა­დაც მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 142-ე პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვა. ვინ გახ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი? პროგ­ნო­ზე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ეკ­ლე­სი­ა­ში პრო­ცე­სე­ბი სუ­ლი­ერ მზა­ო­ბა­სა და სრულ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას მო­ი­თხოვს. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ იმ მღვდელმთა­ვარს, ვინც არ­ჩე­ულ იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად.