ირანის ბოლაკადა მანამდე გაგრძელდება, სანამ თეირანი ბირთვულ საკითხს არ დათმობს – ტრამპი

-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ რეჟიმი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით -ს შეშფოთებებს გაითვალისწინებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამით ტრამპი უარყოფს ირანის წინადადებას, რომელიც ჯერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ს ბლოკადის გაუქმებას, ხოლო ბირთვულ მოლაპარაკებებს მოგვიანებით ეტაპზე გადადებას ითვალისწინებს.
ტრამპმა Axios-ს უთხრა, რომ ბლოკადას “გარკვეულწილად უფრო ეფექტურად” მიიჩნევს, ვიდრე დაბომბვას, ხოლო წყაროების თქმით, სამშაბათის საღამოს მდგომარეობით მას ჯერ სამხედრო მოქმედების დაწყების ბრძანება გაცემული არ ჰქონდა.
ამის მიუხედავად, გამოცემის წყაროების თანახმად, ირანის მხირდან შეთანხმების გაჭინაურების შემთხვევაში, ტრამპი სამხედრო მოქმედებებსაც განიხილავს. ოთხშაბათს დაახლოებით 15-წუთიან სატელეფონო ინტერვიუში მან Axios-თან  სამხედრო გეგმების დეტალებზე საუბარზე უარი თქვა.
ამასთან, სამი ინფორმირებული წყარო გამოცემას უყვება, რომ მოლაპარაკებებში ჩიხის დასაძლევად აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ “მოკლე და ძლიერი” დარტყმების გეგმა მოამზადა. დარტყმების შემდეგ, რომლებიც სავარაუდოდ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც მოიცავს, აშშ შეეცდება, აიძულოს ირანის რეჟიმი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს და მეტი მოქნილობა გამოიჩინოს.