უწყვეტი პროტესტის აქტიურ მონაწილეს, ინგა ბუაძეს, გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში, შსს მას ედავებოდა, რომ „სახე ჰქონდა დაფარული სამედიცინო პირბადით და იდგა გზის სავალ ნაწილზე ლურჯი ფერის ქურთუკით“. მაშინ ქალს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, რადგან ბუაძის ერთ-ერთი შვილი 12 წლისაც არ იყო.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კიდევ ერთ ქალს, ია მღებრიშვილისაც 2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.




