უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
🔴 როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი “არსებული ოპერაციული სიტუაცია” გახდა. უწყება არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს “ოპერაციული სიტუაცია” და კონკრეტულად რამ იქონია აღლუმის გეგმებზე გავლენა.
🔴 მათივე ცნობით, აღლუმის საჰაერო ნაწილი მაინც ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას რუსული საბრძოლო თვითმფრინავები SU-25-ებიც მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ