სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.
“სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, 2026 წლის 28 აპრილს ყარსში გაიმართა სომხეთ-თურქეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გიუმრი-ყარსის რკინიგზის რეაბილიტაციისა და ამოქმედების საკითხზე” – ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გიუმრი-ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამოქმედების მნიშვნელობა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში.
ამასთან, სომხეთში -ს საელჩომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეაფასა როგორც “ისტორიული პროგრესი მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ.”