პარლამენტში დღეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და მის დამტკიცებას უყრიან კენჭს

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და დღესვე მის დამტკიცებას უყრიან კენჭს.

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე თავდაპირველად თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას მიიღებს ცნობად.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა მთავრობიდან დღეს შემოვა. ჩატარდება ბიუროს კიდევ ერთი სხდომა და ამ პოსტზე წარდგენილი გელა გელაძის მოსმენის საკითხი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცემა.

კომიტეტის სხდომაც დღეს გაიმართება, რის შემდეგაც გელაძეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6-წლის ვადით ირჩევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით