სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი კვირაა, რაც
მთავრობის კანცელარიასთან 24-საათიან, უწყვეტ და ფიზიკურად
გამანადგურებელ პროტესტს მართავენ.
ერთ-ერთმა მშობელმა კანცელარიის ქვაფენილზე უკვე
მეორედ დაკარგა გონება. ადამიანები ფიზიკურად და მენტალურად გამოფიტულია.
ვის უნდა მოუწოდო? მთავრობას მოვუწოდოთ, რომ ნუ აიგნორებს და გულთან მიიტანოს? ეს ხომ
სრული ილუზიაა. ჩვენ კარგად ვიცით, რა სისტემასთან გვაქვს საქმე. მათთან ლაპარაკი კედელთან ლაპარაკია, რაც არაერთხელ დადასტურდა.
თუ, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სოლიდარობისკენ? რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა
იდგეს მშობლების გვერდით. მაგრამ ოცნებამ პოლარიზაციით და გაყოფით
იმდენად დაღალა და გამოფიტა ხალხი, რომ საზოგადოებას ემოციური ენერგიაც
აღარ ჰყოფნის, პრობლემებს სათანადოდ უპასუხოს.
ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალური ერის პირობებში, ასეთი რამ უბრალოდ არ და ვერ
უნდა ხდებოდეს. ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს იმიტომ წირავენ სასიკვდილოდ,
რომ ბიუჯეტი ოლიგარქიულ კლანს ხმარდება და არა სიცოცხლის გადარჩენას, ეს
ეროვნული სირცხვილის ტოლფასია.
თუმცა, ვაი რომ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამ რეჟიმის პირობებში ქართველ ერს იმდენი
ასეთი ლაქა, სირცხვილი დაუგროვდა, რომ, დიდი ეჭვი მაქვს, ამ
ყველაფრის ჩამობანას მხოლოდ ერთი არჩევნები ან ერთი თაობა ვერ
ეყოფა. ამ ტრავმების მოშუშებას დეკადები დასჭირდება.




