: ეს არის შენი მოსახლეობის მოტყუება ამ იაფფასიანი პროპაგანდით, რომელიც აღარ მუშაობს

“იაფფასიანი პროპაგანდა, რომელიც აღარ მუშაობს”, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დელფოსში მაკა ბოჭორიშვილის მარტა კოსტთან შეხვედრას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ევროსკოპთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის “ოცნების” ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან და რეალურ პოლიტიკურ კურსთან.

“ეს არის ის უნიჭო პროპაგანდა, რომელიც გრძელდება. ხან ვენსთან სადღაც დერეფანში ხელის ჩამორთმევა, ახლა კოსთან. გუშინ და დღეს ლანძღავენ ევროკავშირს და მის წარმომადგენელს. შენ თუ  გაქვს ეს განწყობა და დამოკიდებულება ევროკავშირის ლიდერების მიმართ, რატომ აწონებ თავს შენს მოსახლეობას იმით, რომ ხელი ჩამოართვი? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა დასავლეთის ლიდერი, ევროკავშირი იქნება თუ ამერიკა, თუ მიხვედი მათთან, ჩამოგართმევს ხელს, მაგრამ ამის გამოყენება შეიძლება და კარგია, თუ ამას მოჰყვება იგივე დამოკიდებულება, რომ შენ ნამდვილად გინდა ამ ადამიანებთან, პარტნიორებთან ის ურთიერთობა, რომელიც აისახება სწორედ ხელის ჩამორთმევაში და შენ თუ ამას უყურებ როგორც მხოლოდ სურათის მასალას და ამავე დროს გგონია, რომ შეგიძლია გააგრძელო ლანძღვა-გინება და შენი პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არის მხოლოდ ერთი რამ, ეს არის შენი მოსახლეობის მოტყუება ამ იაფფასიანი პროპაგანდით, რომელიც აღარ მუშაობს”, – აცხადებს .