შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა

30
მინისტრის ცვლილების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ – ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი იყო, მოადგილეები კი შალვა თადუმაძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი სახოკია და მარიამ ტაბატაძე.
შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ გელა გელაძე სუსის ხელმძღვანელი გახდა და ის პოსტზე სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.
უცნობია, ეს მხოლოდ პროცედურული უფლებამოსილების შეწყვეტაა და დააბრუნებს სულხან თამაზაშვილი პოსტზე მოადგილეებს, თუ უწყებაში დაბრუნებული ყოფილი პოლიციელი მოადგილეებად სხვა პირებს დანიშნავს.
კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი გელა გელაძის შს მინისტრობიდან განთავისუფლებას და თამაზაშვილის დანიშვნასაც. (ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!