მოლდოვამ ყოფილ არაფორმალურ მმართველ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ვლადიმირ პლახოტნიუკიREUTERS/Valentyn Ogirenkoმოლდოვაში ოლიგარქ და ქვეყნის ყოფილ არაფორმალურ მმართველს, ვლადიმირ პლახოტნიუკს თაღლითობის საქმეში, რომელიც ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვას ეხება, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პლახოტნიუკი, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა, დანაშაულს უარყოფდა. ის აცხადებდა, რომ უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევდა.
პლახოტნიუკი 2025 წლის ივლისში საბერძნეთში დააკავეს. მისი ექსტრადაცია იმავე წლის სექტემბერს მოხდა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, ქვეყნიდან 2019 წლის ივნისში -ში გაიქცა, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა.
საქმე, რისთვისაც პლახოტნიუკს ბრალი ედება, ქვეყანაში “საუკუნის ძარცვად” არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს.
სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. გარდა ამისა, მოლდოვას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც.
2020 წლის იანვარში -მა ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.
“ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. კორუფციასთან ბრძოლაში აშშ მხარს უჭერს მოლდოვას”, – წერდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.
როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა