: არ დაგიმალავთ, დღეს შეიძლება უკვე ამის თქმა, თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი

“არ დაგიმალავთ, დღეს შეიძლება უკვე ამის თქმა, თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი. შემდეგ იყო მთელი რიგი გარემოებები, რის გამოც მე დროებით პოლიტიკური ხელმძღვანელობის და გუნდის თხოვნით, მოწოდებით, რეკომენდაციით დავიკავე ის თანამდებობა. წინასწარვე ეს გათვლილი იყო, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ეს არ იყო, რომ 8 თვეში ან 7-ში დატოვებ თანამდებობას, არამედ მაშინ იყო ასეთი საჭიროება და მაშინ ჩვენ არ გვქონდა 100%-ით გადაწყვეტილი ეს როგორ განვითარდებოდა, ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა, თუმცა საბოლოო ჯამში დავბრუნდით, “დავარევერსეთ” რომ იტყვიან ხოლმე ის წინა გეგმა და პრემიერის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას .
როცა ეს ცვლილება დაანონსდა ვნახე ერთი მხრივ ძალით სკეპტიკოსები, ქართული ოცნების მომხრეები მილოცავდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ პენსიაზე გაუშვესო. პრინციპში, აქაც ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ხელმძღვანელი, იმიტომ რომ არ შეიძლება სუს-ის უფროსს ჰყავდეს ხელმძღვანელი და მან დაავალოს მას რაღაცები ასე გააკეთე, ასე არ გააკეთო. თუმცა, ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინატორის ფუნქცია ნამდვილად მექნება და მე შევეცდები ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო ის პოზიტიური დინამიკა სამართალდამცავი უწყებების, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში” – თქვა მამუკა მდინარაძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული TV იმედის ეთერში საკადრო ცვლილებებზე