“ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, სუს-ის უფროსს მამუკა მდინარაძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
ეს მდინარაძისთვის სუს-ის უფროსის პოზიციაზე დანიშვნიდან მიღებული რიგით მე-7 წოდებაა.
მანამდე:
2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის” წოდება მიენიჭა;
23 ოქტომბერს – “უფროსი ლეიტენანტის” წოდება;
25 დეკემბერს – “სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის”;
26 დეკემბერს – “სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის”;
9 მარტს – “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის”;
8 აპრილს – “სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის”.