ქართული ოცნების მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი – ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, ლელო, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს.