“ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი” – ლაშა შავდათუაშვილი

მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ტელეკომპანია “პალიტრანიუსზე” გადაცემა “დილის პალიტრის” სტუმრები გახლდნენ.
შავდათუაშვილის თქმით, გასულ ოლიმპიურ თამაშებზე მარცხის შემდეგ, იგი კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა.
“ვფიქრობ, რომ ადამიანი ცხოვრებაში არ უნდა დანებდე. ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა და რაღაც მომენტში, კარიერის დასრულებაზე სერიოზულად დავფიქრდი, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრია და მე-4 ადგილის აღება ძალიან მსურდა”, – აღნიშნა შავდათუაშვილმა