გრანდიოზული ქორწილი წინანდალში: მილიარდერ გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული?

წი­ნან­დლის მა­მულ­მა კი­დევ ერთ გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს უმას­პინ­ძლა. ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ბიზ­ნეს­მენ გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძის ვაჟი, ირაკ­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე და მისი რჩე­უ­ლი, სა­ლო­მე ნატ­როშ­ვი­ლი მო­ექ­ცნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბას სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ხუ­რუ­ლი პრო­ფი­ლე­ბი აქვთ, “სა­ი­დუმ­ლო“ ქორ­წი­ლის კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში მა­ინც გავ­რცელ­და.

სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია წი­ნან­დლის მა­მუ­ლის ის­ტო­რი­ულ გა­რე­მო­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც სტუმ­რებს შო­რის შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ.

ფო­ტო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, ჩანს, რომ პა­ტარ­ძალს, სა­ლო­მე ნატ­როშ­ვილს, სადა და დახ­ვე­წი­ლი თეთ­რი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი კი მო­ახ­დი­ნა გი­გან­ტურ­მა სა­ქორ­წი­ლო ტორ­ტმა.

ქორ­წი­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლი “შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის ბი­ჭე­ბის“ შეკ­რე­ბა იყო. სოფო შე­ვარ­დნა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩა­ნან ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი.

 

ირაკ­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ბოლო ინ­ფორ­მა­ცია 7 წლის წი­ნან­დე­ლია – 2019 წელს პრე­სა აქ­ტი­უ­რად წერ­და მისი და პი­ა­ნისტ მა­რი­ა­ნა აჩ­ბას (მაკა ასა­თი­ა­ნის დის შვი­ლი) ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. მა­შინ ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ ორი გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შე­საძ­ლო და­ნა­თე­სა­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

შვიდ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ირაკ­ლიმ ცხოვ­რე­ბა სა­ლო­მე ნატ­როშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა.