მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება მიენიჭა – ირაკლი კობახიძის მორიგი განკარგულება 20 აპრილით თარიღდება.
“მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.
მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა – 9 აპრილს მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის ბრძანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.
- 2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის” წოდება მიენიჭა.
- 23 ოქტომბერს – „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება;
- 25 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“;
- 26 დეკემბერს – „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“;
- 9 მარტს – „სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“
- 9 აპრილს – „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.




