ირანი ამ ეტაპზე არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებას

7
ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა მანამდე სახელმწიფო მედიით გავრცელებული ცნობა, რომ არ გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მეორე რაუნდში მონაწილეობას.
საუბარია ირანის წინააღმდეგ -ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. პირველი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში და წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა:
,,ამ დროისთვის არ გვაქვს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გეგმები და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებების მიუხედავად, ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ მიუთითებს დიპლომატიური პროცესისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე.“