ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში კვიპროსის ნაკრები ესპანეთთან 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემადგენლობით მის გუნდს უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.
“პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ, ამით მეტოქემ კარგად ისარგება და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ და სხვაობის შემცირებაც მოვახერხეთ. შედეგით ბედნიერები ნამდვილად არ ვართ, არც მე და არც ის გულშემატკივრები, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. ვფიქრობ, არავის ჰქონდა იმის განცდა, რომ ჯგუფში რაიმე სასწაულს
მოვახდენდით.
ჩვენი მიზანი თავიდანვე ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გახლდათ, აქ შედარებით ჩვენი დონის ნაკრებები ასპარეზობენ. მჯერა, რომ იმ მოთამაშეებით რომლებიც გვყავს, ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია”, – განაცხადა ქეცბაიამ.