24
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, მორიგ წერილს ავრცელებს და წერს:
წინა კვირაში ჩემს ოთხ ვიდეოს საერთო ჯამში სამ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. საქართველოს რეალური მოსახლეობა ამაზე ნაკლებია. ახლა მეტყვიან, რომ სისტემატურად ამდენი ნახვა არ არის აუცილებლად მხარდაჭერის ნიშანი, მაგრამ ეს ასე არაა.
იმის მიხედვით თუ რამდენად ვიწრო წრე ბედავს ჩემს გვერდზე დაკომენტარებას, სრულიად აშკარაა, რომ გვერდზე შემოსვლასაც კი გარკვეული გამბედაობა სჭირდება. საყოველთაო დაშინების პირობებში, როგორც მინიმუმ რამდენიმე მილიონი ვიდეოს ნახვა და თვეში რამდენიმე ათეული მილიონი გვერდზე შემოსვლა ნიშნავს ჩემს აქტუალურობას. სწორედ აქტუალურობის მოკვლას ემსახურება ჩემი საპყრობილეში გამომწყვდევა.
მეტსაც გეტყვით, რამენაირად რომ ჩამხსნან სოციალური ქსელებიდან, ჩემი ლეგენდა მკვეთრად გაიზრდება და ინტერესიც გაორმაგდება. ოპოზიციის ნაწილმა უნდა დაინახოს ჩემი ამხელა პოტენციალი და კი არ უნდა სდუმდნენ ჩემს საკითხზე, არამედ როგორც ამას სხვა პოლიტიკოსები აკეთებენ, სულ უნდა ახსენებდნენ ჩემს ამბავს (ნუ ყველას ვერ მოსთხოვ გამჭრიახობას).
და კიდევ ერთი, ფორმულა ძალიან კარგი ინტელექტუალური არხია, თუმცა იმ დღეს ჟიჟილაშვილის ახალ ამბებში, სამშობლოს მოღალატე ნოღაიდელის დაკითხვასთან ერთად, ფართოდ აჩვენეს 2007 წლის 7 ნოემბრის, პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევა, TV პირველმა გაუშვა მხოლოდ დაკითხვა, ყოველგვარი ზედმეტების გარეშე და იცით რა მოხდა? „ფორმულას“ სიუჟეტს 30 ათასი ნახვა ჰქონდა, ხოლო TV პირველისას მილიონამდე. ხალხს შეზიზღდა ეს ვითომ შუაშისტური „ობიექტურობა“ და სინამდვილეში ფარული ქოცური პროპაგანდა და ზოგიერთი ჟურნალისტი ამას ჯიუტად არ აღიარებს და ჩარჩენილია წარსულში.



