ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია – აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მედიასთან საუაბარში აღნიშნავს, რომ 2026 წლის 13 მარტს ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე კრებაზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ აფბას გავრცელებულ განცხადებას, ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელის, ნათია ჯანაშიას მეუღლე, დავით ცეცხლაძე კვლავ ბულინგის ფორმით გამოეხმაურა და ორსული ქალის მიმართ ძალადობრივი შინაარსის კომენტარი გამოაქვეყნა.
აფბას ინფორმციით, საქმე ეხება ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე აქციონერთა კრებას, სადაც განიხილებოდა აკადემიის ახალ სამეწარმეო კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანისა და სააქციო კაპიტალში 70%-იანი აქციონერის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მფლობელობაში მყოფი ოქროყანაში განლაგებული მიწის ნაკვეთის შეტანის საკითხები.
„საქართველოს განათლების ჯგუფის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „კრებაზე ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.




