საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელად ესპანელ რუბენ გარაბაიას დანიშნავენ, – იტყობინება ხელბურთის ფედერაცია სოციალური ქსელით:
“საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. 47 წლის ესპანელი სპეციალისტი რუბენ გარაბაია 11 მაისს, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარსდგება ქართველი გულშემატკივრის წინაშე და ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალურად ჩაიბარებს, რომლის შეკრებაც თბილისში იმავე დღეს დაიწყება”.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ის ტიტე კალანდაძეს შეცვლის.