ესტონეთის თეატრის საზოგადოება ანდრო ჭიჭინაძის და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს – Netgazeti

ესტონეთის თეატრის საზოგადოება ქართველ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს სოლიდარობა უცხადეს და მის გათავისუფლებას ითხოვს. შესაბამისი ესტონური გაერთიანებების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:ჩვენ, ესტონეთის თეატრალური ინდუსტრიის წარმომადგენლები – მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები, ღრმა შეშფოთებას გამოვახატავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძესა და მის თანამოაზრეებს.ჩვენთვის ცნობილია, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. იგი 2024 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს და სხვა მომიტინგეებთან ერთად „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით გაასამართლეს.ჩვენ შეშფოთებით ვადევნებდით თვალს, თუ როგორ დატოვა მისმა რამდენიმე კოლეგამ თეატრი ცენზურის გასაპროტესტებლად მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული კოლეგის მხარდასაჭერად გამოფენილი პლაკატი ჩამოხსნეს. ეს აჩვენებს, რომ ზეწოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადამიანით, არამედ გავლენას ახდენს ფართო თეატრალურ საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.თეატრი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია დაფიქრება, კითხვების დასმა და ძალაუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღება. ხელოვანების დასჯა მათი მშვიდობიანი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.ესტონეთის თეატრალური სექტორი, რომელსაც თავადაც გამოუცდია ზეწოლის სხვადასხვა ისტორიული მექანიზმი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კოლეგების გვერდით დგომას ისეთ სიტუაციებში, როდესაც შემოქმედებითი თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვხედავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც გამაფრთხილებელ მაგალითს იმისა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს შემოქმედებითი და სამოქალაქო თავისუფლება.მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებული სხვა პირები.სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ ხელოვანს, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება და გარწმუნებთ, რომ მათი ხმა საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებაში შეუმჩნეველი არ დარჩება.ესტონეთის თეატრალური კავშირიესტონელ მსახიობთა კავშირიესტონეთის საშემსრულებლო ხელოვანთა კავშირიესტონელ რეჟისორთა და დრამატურგთა კავშირიესტონეთის თეატრალური სააგენტოესტონეთის საშემსრულებლო ხელოვნების დაწესებულებათა ასოციაცია

ასევე დაგაინტერესებთ