კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 3000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
“ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა გირაოს აღკვეთით. გირაოს თანხად განისაზღვრა 3000-3000 ლარი. მის გადასახდელად განესაზღვრათ 50 დღე, რაც ჩვენი აზრით, არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მიველსამებით იმასაც, რომ პროკურატურამ შეცვალა პოზიცია და პატიმრობის ნაცვლად აღკვეთით მიმართა სასამართლოს”, – განაცხადა ადვოკატმა გურო იმნაძემ პუბლიკასთან.
***
23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურა ჩიქობავასა და ხასაიას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ადანაშაულებს.
25 იანვარს დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.