მედია: ახლო აღმოსავლეთისკენ მე-3 ამერიკული ავიამზიდი და დამატებითი ძალები მიემართებიან

-ს ავიამზიდი USS George H.W. Bushაშშ-ს საზღვაო ძალებიგამოცემა Wall Street Journal ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული ავიამზიდი USS George H.W. Bush, ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით, აფრიკის სანაპირო ზოლის შემოვლით ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება.
WSJ წერს, რომ ავიამზიდის უჩვეულო მარშრუტი – ხმელთაშუა ზღვის ნაცვლად კეთილი იმედის კონცხის გავლით გაცურვა – მიანიშნებს, რომ გემი წითელ ზღვაში გავლას არიდებს თავს, სადაც შესაძლოა, ის ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების სამიზნე გახდეს.
ცნობისთვის, ეს მესამე ამერიკული ავიამზიდი იქნება, რომელსაც რეგიონში ირანის წინააღმდეგ ომის ფარგლებში გაგზავნის.
პარალელურად, გამოცემა Washington Post-ს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდის გაგზავნასთან ერთად ტრამპის ადმინისტრაცია ირანში დამატებითი იერიშებისა და სახმელეთო ოპერაციების შესაძლებლობასაც განიხილავს, თუკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარუმატებელი იქნება და მხარეები მოლაპარაკებებით სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
WP-ს ცნობით, ავიამზიდ USS George H.W. Bush-ზე დაახლოებით 6 000 სამხედრო იმყოფება და მას რამდენიმე სამხედრო გემი უწევს ესკორტირებას. დამატებითი ძალები რეგიონში უკვე მყოფ 50 000-მდე სამხედრო მოსამსახურეებს შეუერთდებიან, რომლებიც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში არიან ჩართულნი.